Accessibility links

გუტერეში: უთანასწორობას მსოფლიო „კრიტიკულ წერტილამდე“ მიჰყავს


გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში გაფრთხილებით გამოვიდა, რომ მსოფლიო „კრიტიკულ წერტილთანაა“ და მოწოდება გამოთქვა, შეიქმნას გლობალური მართვის ახალი მოდელი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, რაც კორონავირუსის პანდემის პირობებში კიდევ უფრო გამწვავდა.

გუტერეში კოვიდ-19-ს ადარებს რენტგენის სხივებს, რომლებიც ავლენენ მოტეხილობას საზოგადოებრიობის სუსტ ჩონხზე. გუტერეშმა ეს განაცხადა 18 ივლისს, როცა ყოველწლიური მოხსენება წაიკითხა ნელსონ მანდელას ფონდში.

ეს ამხელს შეცდომასა და სიცრუეს ყველგან: სიცრუეს იმაზე, რომ თავისუფალ ბაზრებს შეუძლიათ ყველას სამედიცინო მომსახურეობა უზრუნველყონ, ფიქციას იმის შესახებ, რომ მოვლა სამუშაო არ არის, შეცდომას, რომ ჩვენ პოსტრასისტულ მსოფლიოში ვცხოვრობთ, მითს, რომ ყველანი ერთ ნავში ვიმყოფებით, დასძინა გუტერეშმა.

მან წარმოადგინა უთანასწორობის ძირითადი ფაქტორები, მათ შორის სისტემური რასიზმი, ტექნოლოგიებზე წვდომაში ნაკლოვანება და უთანასწორობა გლობალურ მმართველობაში. გუტერეშის თქმით, მსოფლიოს, რომელიც იცვლება, სჭირდება სოციალური დაცვის ახალი პოლიტიკა უსაფრთხოების ქსელებით, საყოველთაო დაზღვევითა და შესაძლებლობით, ყველას ჰქონდეს ძირითადი შემოსავალი.

მსოფლიოში კორონავირუსი შეეყარა 14 მილიონზე მეტ ადამიანს, ინფექციას ემსხვერპლა 600 ათასი პირი.

გაერო გამოვიდა თხოვნით, გამოიყოს 10,3 მილიარდი დოლარი ღარიბი სახელმწიფოების დასახმარებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG