Accessibility links

საუდის არაბეთმა უმასპინძლა „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების ვირტუალურ შეხვედრას


საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრი, მოჰამედ ალ-ჯადაანი დიდი ოცეულის ვირტუალურ შეხვედრაზე 18 ივლისს

დიდი ოცეულის ქვეყნები განიხილავენ დავალიანების შერბილების ზომებს კორონავირუსით დაზარალებული ღარიბი ქვეყნებისთვის 2020 წლის მეორე ნახევარში, განაცხადეს ჯგუფის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა 18 ივლისს ვირტუალური მოლაპარაკების შემდეგ, რომლებიც მიმართული იყო მსოფლიო ეკონომიკის სტიმულირების ხელშეწყობისკენ.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა, მოუწოდა დავალიანების შეჩერების ინიციატივის გახანგრძლივებისკენ 2021 წლის ბოლომდე, მაშინ როცა მრავალმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, Oxfam-ის ჩათვლით, განაცხადა, რომ ის უნდა გახანგრძლივდეს 2022 წლამდე, რათა თავიდან ავიცილოთ "კატასტროფა ასობით მილიონი ადამიანისთვის".

ვირტუალური მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც ერ-რიადი მასპინძლობდა, თავიანთ დასკვნით განცხადებაში, დიდი ოცეულის მინისტრებმა და ბანკირებმა განაცხადეს, რომ ისინი "განიხილავენ შესაძლო დავალიანების შეჩერების ინიციატივას 2020 წლის მეორე ნახევრისთვის".

შეხვედრა მაშინ მიმდინარეობდა, როცა ექსპერტები გამოთქვამენ გაფრთხილებას დავალიანების მოსალოდნელი კრიზისის შესახებ სიღატაკით გავერანებულ განვითარებად ქვეყნებში.

საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრი, მოჰამედ ალ-ჯადაანი და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, აჰმედ ალ-ხოლიფეი უძღვებოდნენ ვირტუალურ განხილვას, რომელიც შედგა ევროპის ლიდერების სამიტთან ერთად.

ბრიუსელში გამართული სამიტი იყო პირველი პირისპირ შეხვედრა ბოლო ხუთი თვის მანძილზე, სადაც განიხილავენ ეკონომიკური გადარჩენის გეგმას იმ წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიისას. ორდღიანი სამიტი 18 ივლისის საღამოს უშედეგოდ დამთავრდა. 19 ივლისს 27 ქვეყნის ლიდერები მოლაპარაკებას გააგრძელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG