Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება


ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ და სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი დღეს, 19 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

როგორც „ძალა ერთობაშიას“ წევრი, დავით ქაცარავა აცხადებს, აქციის მიზანია, შეახსენოს საქართველოს ხელისუფლებას, ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მძიმე ყოფის შესახებ და მოსთხოვოს მას გააქტიურება საერთაშორისო დონეზე. ასევე, მოუწოდოს საქართველოს საზოგადოებას გაერთიანდეს ისე, როგორც ეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში მოხდა.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალისა და სოხუმის იზოლატორებში ამ დრომდე იმყოფება საქართველოს 7 მოქალაქე. აქედან 6 ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაიტაცეს, ბოლოს გატაცებული კი ფეხში დაჭრეს. ტატო ზარქუას, ბუთხუზ კვირკვიას, მიხეილ და მათე ლამანძიებს, ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაჭრილ ზაზა გახელაძეს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გატაცებული გენადი ბესტაევი უკვე მსჯავრდებულია და ორწლიან სასჯელს 2019 წლის ნოემრიდან იხდის“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

აქციას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც შუერთდება, რომელიც გუშინ, 11 ივლისს გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარედ დაიჭირეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ფეხში დაჭრეს და ჯერ ახალგორში, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი გახსნილად აცხადებს დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის საქმეს და აცხადებს, რომ მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევაშ. ესენია: „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და „სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG