Accessibility links

ქუთაისში გარდაცვლილი ქალი იპოვეს


ქუთაისში, გუშინ ღამით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი იპოვეს.

გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებნი, ქალის მეზობლები აცხადებენ, რომ მათ ხმაური გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი 30 წლამდე ქალი ცოცხალი აღარ დახვდათ.

ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-მ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს დამატებით დეტალებს ჯერჯერობით არ ავრცელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG