Accessibility links

რომან დოლიძემ UFC-ში გამოსვლა რუსი მებრძოლის ცემით დაიწყო


რომან დოლიძე

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) პირველი ბრძოლა ჩაატარა რომან დოლიძემ. 32 წლის ქართველმა ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის კარი შთამბეჭდავი გამარჯვებით შეაღო - გამთენიას, აბუ დაბიში, 25 წლის რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველსავე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო.

„არ მიყვარს, როცა ვიღაც ისე მიყურებს, როგორც იბრაგიმოვმა გუშინ, აწონვისას შემომხედა. უდიდესი შეცდომა დაუშვა“ - უთხრა გამარჯვებულმა დოლიძემ ბრძოლის წამყვანებს.

UFC-ში დებიუტამდე რომან დოლიძეს წესების გარეშე ბრძოლაში ექვსი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და ექვსივეში მოიგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG