Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმის მოწმე ფოტოგრაფი ადვოკატთან ერთად შსს-ში მივიდა


გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, იაკობ ბრეგვაძე თავის ადვოკატთან, ირმა ჭკადუასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება.

იაკობი შაქარაშვილის საქმეზე ცნობილია დაზარალებულად. ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები გამოძიებასთან. ამიტომ მოვედით, რომ ეს კითხვები გავიაროთ“, - მცირე კომენტარით შემოიფარგლა ირმა ჭკადუა და განაცხადა, რომ დამატებით ისაუბრებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ჩვენ არანაირი უწყება ამ გამოძახებასთან დაკავშირებით არ მიგვიღია და იძულებით ჩვენი მიყვანის უფლება არც გამოძიებას აქვს და არც ჩემს პატივცემულ ადვოკატებს. ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ როგორც გამომძიებლის კითხვებს, ასევე ადვოკატების კითხვებს მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან. საუბარი, რომ გავურბივართ კითხვებს, არის სპეკულაცია“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატის განცხადებით, იაკობ ბრეგვაძე მედიას, სავარაუდოდ, ხვალ, 20 ივლისს შეხვდება და ვისაც ამის სურვილი ექნება, შეუძლია მას ნებისმიერი კითხვა დაუსვას.

18 წლის ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა იმ ინციდენტისა, რა დროსაც საავტომობილო ტრასაზე, ფეხით მიმავალ ახალგაზრდებს და მათ შორის გიორგი შაქარაშვილს, რამდენიმე პირი დაესხა თავს, ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა, ნაწილმა გაქცევა მოახერხა, გიორგი შაქარაშვილი კი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გაქცევით უშველა თავს იაკობ ბრეგვაძემაც, რომელიც ინციდენტის სიახლოვეს, ერთ-ერთ შენობაში დაიმალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG