Accessibility links

მესტიაში 13 წლის ბიჭს ეძებენ


მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში 13 წლის მოზარდს ეძებენ, რომელიც მეორე დღეა დაკარგულია.

სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიცია. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა არის ბავშვის გაუჩინარების მიზეზი.

დილიდან სამძებრო სამუშაოებში 20-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო, მოზარდს ეძებენ დრონების საშუალებითაც.

გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG