Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის დასავლეთში, სინიანის პროვინციაში კორონავირუსის შემთხვევების ახალ ტალღას ებრძვიან


ჩინეთის დასავლეთის, სინიანის პროვინციის ხელისუფლება აცხადებს, რომ "საომარ ვითარებაში" იმყოფება კორონავირუსის შემთხვევების უცბად ზრდის და მისი გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის გამო.

პროვინციის ხელისუფლება 19 ივლისს იტყობინება, რომ რეგიონში კორონავირუსის 17 დადასტურებული შემთხვევა აქვთ, 23 - ინფექციის ასიმპტომური გამოვლენა და 269 ადამიანი მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს.

რეგიონის დედაქალაქ ურუმჩიში მთავრობამ 16 ივლისს გასცა შეზღუდვების შესახებ განკარგულება, რადგან შეინიშნა შემთხვევათა მცირე ზრდა. შეჩერდა მეტროსა და რკინიგზის მუშაობა, აიკრძალა საჯარო შეხვედრები.

ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა გაზარდა რეგიონში მედიცინის მუშაკთა რაოდენობა, ურუმჩიში 200 მედიკოსი ჩაება დამატებით ტესტირების საქმეში.

კორონავირუსის გავრცელება დაიწყო ცენტრალური ჩინეთის ქალაქ უჰანიდან 2019 წლის ბოლოს. ჩინეთმა შეძლო პანდემიის გაკონტროლება შეზღუდვების მკაცრი ზომებით. თუმცა ბევრი უცხოელი ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს პეკინის მიერ წარმოდგენილ სტატისტიკას.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისიის თანახმად, 18 ივლისს 252 აქტიური შემთხვევა იყო მთელ ქვეყანაში.

მთელ მსოფლიოში კოვიდ-19-მა 600 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, იტყობინება AFP ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით.

კორონავირუსის გარშემო კრიზისის გამწვავდა სამხრეთ აფრიკაში, სადაც 18 ივლისს ჩვეულებრივ ზეიმობენ ხოლმე მენდელას დღეს, ამ ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას პატივსაცემად.

სამხრეთ აფრიკას პანდემიამ ძლიერი დარტყმა მიაყენა. იქ 351 ათასი შემთხვევა აღირიცხა, რაც მთელი კონტინენტის შემთხვევათა ნახევარს უდრის.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტმა, ბორის ჯონსონმა ოპტიმიზმი გამოხატა თავისი ქვეყნის პანდემიასთან ბრძოლის მხრივ და თქვა, რომ მთელ ქვეყანაში „ლოკდაუნს“, ანუ ფართო აკრძალვების ზომებს, გამოაცხადებს მხოლოდ უკიდურეს ვითარებაში.

თუმცა, მკვლევრებმა უარყვეს ჯონსონის იმედი, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG