Accessibility links

ირანმა შეაჩერა საპროტესტო გამოსვლების სამი მონაწილის სიკვდილით დასჯა სოციალურ მედიაში კამპანიის შემდეგ


ირანმა შეაჩერა სიკვდილის დასჯა სამი მამაკაცისა, რომლებიც მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებში იღებდნენ მონაწილეობას გასულ ნოემბერს, განაცხადა ერთ-ერთის ადვოკატმა.

თავის ტვიტერის პოსტში 19 ივლისს, ბაბაქ აქნიამ დაწერა, რომ ირანის სასამართლო ხელისუფლებამ განკარგულება გასცა ამ სამი მამაკაცის საქმის თავიდან გადახედვის შესახებ.

ადვოკატის განცხადება მოჰყვა მასობრივ კამპანიას სოციალურ მედიაში, რომელიც მოუწოდებდა ირანს, რომ შეწყვეტილიყო სიკვდილით დასჯა.

ონლაინ პროტესტს ბევრი ირანელი შეუერთდა - რიგითი მოქალაქეების, ინტელექტუალების, ყოფილი პოლიტიკოსებისა და გამოჩენილი ხელოვანების ჩათვლით.

Amnesty International-მა სიკვდილით დასჯის 215 შემთხვევა აღრიცხა ირანში 2019 წლის განმავლობაში, რაც მას მეორე ადგილზე აყენებს ჩინეთის შემდეგ სახელმწიფოს მიერ სიკვდილით დასჯის შემთხვევების მიხედვით.

კამპანია სპარსულენოვანი ჰეშთეგით

#ნუ დასჯი სიკვდილით - # اعدام_نکنید -

დაიწყო იმის საპასუხოდ, როცა 14 ივლისს ირანის სასამართლო ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ სასიკვდილო განაჩენი 25 წლის ამირ ჰოსეინ მორადის, 27 წლის საიდ თამჯიდის და 25 წლის მოჰამად რაჯაბის წინააღმდეგ ძალაში რჩებოდა.

ეს სამი პირი ბევრ სხვა დემონსტრანტთა შორის იყვნენ, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ ირანის ათობით დიდსა და პატარა ქალაქში 2019 წლის ნოემბერში და რომლებიც დემონსტრაციის სასტიკად დარბევის შედეგად დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG