Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაღდადს ესტუმრა, ერაყი რეგიონული ურთიერთობების გაწონასწორებას ესწრაფვის


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ბაღდადში ვიზიტისას, 19 ივლისი, 2020 წელი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ბაღდადში ვიზიტისას, 19 ივლისი, 2020 წელი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაღდადში გამართა არაერთი შეხვედრა მაშინ, როცა ერაყის პრემიერ-მინისტრი ცდილობს რეგიონში გართულებული ურთიერთობები გააწონასწოროს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი 19 ივლისს შეხვდა თავის ერაყელ კოლეგას, ფუად ჰუსეინს, ასევე პრემიერ მუსტაფა ალ-კადიმის, პრეზიდენტ ბარჰამ სალიჰს და სხვებს.

რამდენიმე საათში მას მერე, რაც ზარიფი ბაღდადში ჩაფრინდა, ძალიან კარგად დაცულ „მწვანე ზონაში,“ ერაყის დედაქალაქში სამი ჭურვი ჩამოვარდა. ამ არეალშია არის განთავსებული სამთავრობო შენობები და უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები.

ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ირანიდან მაღალი რანგის სტუმრის მიღების შემდეგ ერაყის პრემიერი ირანის რეგიონულ მოწინააღმდეგეს, საუდის არაბეთს ეწვევა 20 ივლისს და შემდეგ თეირანში ჩავა.

ამ ვიზიტების გარშემო გავრცელდა სპეკულაციები, რომ ერაყი შეიძლება ცდილობდეს თეირანსა და ერ-რიადს შორის რეგიონული დაძაბულობა დააწყნაროს, რათა თავიდან აირიდოს მათი დაპირისპირება ერაყში.

ერაყი ცდილობს წონასწორობა იქონიოს ირანსა და სპარსეთის ყურის მიმდებარე, ირანის კონკურენტ, ქვეყნებს შორის. ერაყი ასევე ესწრაფვის, არ გახდეს ირანსა და აშშ-ს შორის ბრძოლის ველი. აშშ-ს ერაყში ხუთი ათასი სამხედრო ჰყავს განთავსებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG