Accessibility links

ქუთაისში ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან - 1989 წელს დაბადებულ ელისო ჩეჩელაშვილთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, ელისო ჩეჩელაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე, 31 წლის ქალი გარდაცვლილი 18 ივლისს გვიან ღამით იპოვეს. იგი დახმარებას ითხოვდა და მას შემდეგ რაც მეზობლებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს, მაშველებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს. ახლობლების თქმით, მას რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა სახესა და მარჯვენა ბეჭზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG