Accessibility links

Wirecard-ის ყოფილი მთავარი საოპერაციო დირექტორის, ძებნილი იან მარსალეკის კვალს ბელარუსში მიაგნეს


ფინანსური ტექნოლოგიის გაკოტრებული გერმანული გიგანტის, Wirecard-ის ყოფილი მთავარი საოპერაციო დირექტორი, რომელიც ძებნაში იმყოფება, გავრცელებული ცნობით, ბელარუსში ან რუსეთშია.

იან მარსალეკი, რომელიც გერმანიის საგადასახადო მომსახურების ფირმის დაცემის საქმეში ცენტრალური ჩრდილოვანი ფიგურაა, კვლავაც თავისუფალია და მისი ადგილსამყოფელი უცნობია მას შემდეგ, რაც იგი ბოლოს 18 ივნისს ნახეს.

სამოგზაურო ინფორმაციის მეშვეობით, Spiegel -მა და საგამომძიებო ჯგუფმა Bellingcat-მა, 18 ივნისს განაცხადეს, რომ მარსალეკი კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა მინსკის აეროპორტში 19 ივნისს, ნაშუაღამევს.

Der Spiegel-ი იტყობინება, რომ სამოგზაურო მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია მინსკიდან მისი გასვლის შესახებ, რაც იმის მანიშნებელია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად ძებნილი ადამიანი კვლავ ბელარუსში ან რუსეთშია.

Wirecard-ი, გერმანიის საფონდო ინდექს DAX-ში შემავალი კომპანია, გასულ თვეში კრიზისში ჩაეფლო, როცა აუდიტორებმა უზარმაზარი - 1.9 მილიარდი ევროს (2.2 მილიარდი დოლარის) ხვრელი აღმოაჩინეს მის ანგარიშებში და ერთ დროს ძალიან წარმატებული კომპანია გაკოტრდა.

მარსალეკი, გაფლანგვასა და თაღლითობაში ეჭვმიტანილი, ავსტრიის მოქალაქე, გერმანული და ავსტრიული ხელისუფლებების მიერ იძებნება.

Wirecard-ის კოლაფსის შემდეგ, მარსალეკის მიმართ ინტერესი უკვე მხოლოდ Wirecard-ის საქმეში მისი როლით აღარ შემოიფარგლება, ინტერესი ამ საზღვრებს გასცდა და მისი სხვა ბიზნესები და პოლიტიკური ინტერესებიც მოიცვა.
ივლისის დასაწყისში, ბრიტანეთის გაზეთი Financial Times იუწყებოდა, რომ მარსალეკი წარმოადგენს, დასავლეთის სულ მცირე, სამი სადაზვერვო უწყების ინტერესს, მისი კონტაქტების გამო ცალკეულ პირებთან თუ ქსელებთან, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან, GRU-სთანაა დაკავშირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG