Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო განიხილავს რესპუბლიკელების საჩივარს ცესკო-ს წინააღმდეგ


თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ საჩივარს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) წინააღმდეგ.

დავის მიზეზია ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც პარტიას უარი ეთქვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე. უარის მიზეზად დასახელებულია ის, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დაარღვია განცხადების წარდგენის ვადა.

არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკურ სუბიექტებს ცესკო-ს თავმჯდომარისთვის უნდა მიემართათ 1 იანვრიდან 15 ივლისამდე. თამარ ჟვანიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ განაცხადი 15 ივლისს წარადგინა.

ოპოზიციურ პარტიაში ვადის დარღვევას უარყოფენ. რესპუბლიკელების ინფორმაციით, ცესკო-ში განცხადება 14 ივლისს, ფოსტით გაგზავნეს. პარტიამ კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და ცესკო-ს თავმჯდომარის უარი სასამართლოში გაასაჩივრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG