Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთმა ნიღბების სავალდებულო გამოყენების არეალი გააფართოვა


საფრანგეთში სავალდებულო გახდა ნიღბების გამოყენება მაღაზიებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. დამრღვევები 135 ევროთი დაჯარიმდებიან.

დღემდე ნიღბებით ყოფნა სავალდებულო იყო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბის გამოყენებას კი, რეკომენდაციის სახე ჰქონდა.

საფრანგეთი ევროპაში კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 174 600-ს აჭარბებს. COVID-19-ით გარდაცვლილია 30 150-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG