Accessibility links

იმერეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წინასწარ ცნობილია


წინასწარი ინფორმაციით, უკვე ცნობილია, ვინ იბრძოლებს პარლამენტში მოსახვედრად, ქუთაისსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში. "ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში ექიმი ზაზა ლომინაძე იქნება. ის 2014-2017 წლებში, ქუთაისის საკრებულოს წევრი იყო მმართველი პარტიიდან. ზაზა ლომინაძე არის კლინიკა "ლ&ჯ"-ისა და ახალი ინფექციური საავადმყოფოს "ელჯი-კო"-ს დამფუძნებელი. ლომინაძემ დაადასტურა, რომ ის ნამდვილად იქნება "ქართული ოცნების" მაჟორიტარი.

წინასწარი ინფორმაციით საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის პაატა კვიჟინაძე იბრძოლებს, იგი საჩხერის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია.

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის ოლქში მმართველი პარტია ელგუჯა გოცირიძე წარმოადგენს, ისიც ტყიბულის და თერჯოლის მოქმედი მაჟორიტარი, ასევე თბილისში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოს დამფუძნებელი და ექიმია.

სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონის ოლქში მმართველ პარტიას წარმოადგენს გივი ჭიჭინაძე, ხონისა და ვანის მოქმედი მაჟორიტარი.

ქუთაისის მერობის ორი კანდიდატიც ცნობილია. "ქართული ოცნებიდან" ვიცე- გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი იბრძოლებს, "ნაციონალური ნოძრაობა" კი მერობის კანდიდატად ქუთაისში გრიგოლ შუშანიას წარადგენს, ის საკრებულოს მოქმედი წევრია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG