Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს


ქუთაისში, ქალის მკვლელობის საქმის გამოძიებისას კიდევ 2 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დანაშაულის შეუტყობინებლობა.

30 წლის ქალი 18 ივლისს მოკლეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულია მისი მეგობარი ქალი, რომელსაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა მეგობართან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ, შსს-მ 19 ივლისს გაავრცელა. სამართალდამცავთა ცნობით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG