Accessibility links

ტრამპს არ სურს ივალდებულოს, რომ დამარცხების შემთხვევაში, კენჭისყრის შედეგებს აღიარებს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა საჯაროდ ივალდებულოს, რომ აღიარებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, და გამოკითხვებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჩამორჩება, „ყალბი“ უწოდა. მსგავსი განცხადება გააკეთა მან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინაც.

„უნდა ვნახო. შეხედე ... უნდა ვნახო“, - უთხრა ტრამპმა Fox News television-ს ინტერვიუში 19 ივლისს. „არა, უბრალოდ „კი-ს“ არ ვიტყვი და არც „არა-ს“ ვიტყვი უბრალოდ, და არც წინა ჯერზე მითქვამს“, - განაცხადა მან.

ბაიდენი ახლა 15 პროცენტით უსწრებს ტრამპს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა შორის და 20 ქულით უკეთესი შედეგი აქვს გამოკითხვაში იმის შესახებ, თუ ვის ენდობიან ამერიკელები კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. ეს ფართო გამოკითხვა ჩაატარა ABC News/Washington Post-მა და შედეგები 19 ივლისს გამოქვეყნდა.

ტრამპი აცხადებს, რომ ზოგიერთი ბოლოდროინდელი გამოკითხვა, რომელთა თანახმად, მისი პოპულარობა მცირდება და ბაიდენს უპირატესობა აქვს, მცდარია. პირველ რიგში, მე არ ვაგებ, რადგან ეს გამოკითხვები ყალბია, თქვა ტრამპმა ინტერვიუში, „ისინი ყალბი იყო 2016 წელს და ახლა უფრო ყალბი გახდა. გამოკითხები ბევრად უარესი იყო 2016 წელს“.

ტრამპის ინტერვიუს საპასუხოდ ბაიდენის გუნდმა განაცხადა, რომ „ამერიკელი ხალხი გადაწყვეტს არჩევნების ბედს. და აშშ-ის მმართველობას აქვს უნარი, დამრღვევები თეთრი სახლიდან გაიყვანოს“.

ტრამპმა დაინახა, რომ მისი პოპულარობა დაეცა იმის გამო, თუ როგორ ეპყრობოდა ის კორონავირუსის პანდემიას, და მინეაპოლისში 25 მაისს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ მთელ ქვეყანაში გამართული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG