Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში 4 წლის წინ მოკლული ჟურნალისტის, პაველ შერემეტის მემორიალური ძეგლი აღიმართა


კიევში ივანე ფრანკოს ქუჩაზე, სადაც 4 წლის წინ ჟურნალისტი პაველ შერემეტი ააფეთქეს, მისი დაღუპვის ადგილზე, მემორიალური ძეგლი აღიმართა.

იგი წარმოადგენს ქაღალდის სუფთა ფურცელს ჟურნალისტის სახელითა და გვარით და ბოლოში წარწერით: „ამ ადგილზე 2016 წლის 20 ივლისს დაიღუპა ჟურნალისტი“.

მემორიალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ პაველ შერემეტის მეგობრები და კოლეგები, უკრაინული მედიის წარმომადგენლები.

4 წლის წინ კიევის ცენტრში, ჟურნალისტი პაველ შერემეტი თავისი საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლიდან რამდენიმე წუთში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს.

2019 წლის 12 დეკემბერს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი: ექიმი და მოხალისე სამხედრო იული კუზმენკო, როკმუსიკოსი ანდრეი ანტონენკო და სამხედრო მედდა, იან დუგარი.

22 მაისს მკვლელობის სავარაუდო შემსრულებლების საქმის გამოძიება დასრულდა. რაც შეეხება მკვლელობის ორგანიზატორებს, ეს საქმე ცალკეა გამოყოფილი და გამოძიება გრძელდება.

კუზმენკო და ანტონენკო პატიმრობაში იმყოფებიან. დუგარი ამჟამად თავდებით არის გათავისუფლებული.

პაველ შერემეტი, ცნობილი ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთში, 2014 წლიდან იგი კიევში ცხოვრობდა და ბოლო წლებში მუშაობდა გამოცემა „უკრაინსკაია პრავდაში“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჟურნალისტის მკვლელებoს მორიგ წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს ამ დანაშაულის ორგანიზატორების და მკვლელების პოვნა.

პაველ შერემეტის მკვლელობას ზელენსკიმ უწოდა „მთელი უკრაინის სირცხვილი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG