Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ფედერალურმა მხარეებმა აშშ-ის კონგრესის წევრებს მიმართეს, შეაჩერონ ჯარის დაგეგმილი შემცირება


აშშ-ის სამხედროები მანევრებზე გერმანიაში, 2020 წელი
აშშ-ის სამხედროები მანევრებზე გერმანიაში, 2020 წელი

გარმანიის ოთხი ფედერალური მხარის ხელმძღვანელებმა მოუწოდეს აშშ-ის კონგრესის წევრებს, შეაჩერონ აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა, არსებითად შეამცირდეს აშშ-ის ჯარის რაოდენობა გერმანიაში.

Reuters-ი და AP-ი 19 ივლისს იტყობინებოდნენ, რომ ფედერალური მხარეების პრემიერ-მინისტრებმა წერილი გაუგზავნეს ამერიკის 13 სენატორსა და წარმომადგენელთა პალატის წევრს და მიმართეს თხოვნით, „არ გაწყვიტონ მეგობრობის კავშირი, არამედ განამტკიცონ ის აშშ-ის ჯარის ყოფნის შენარჩუნებით“.

წერილს, რომელიც იხილეს ახალი ამბების სააგენტოებმა და გერმანულმა გაზეთებმა, ხელი მოაწერეს ფედერალური მხარეების, ბადენ-ვიურტემბერგის, ბავარიის, ჰესენის და რაინლანდ-პფალცის ლიდერებმა. ამ მხარეებშია განთავსებული აშშ-ის ჯარები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. წერილში ნათქვამია, რომ თავისი ბაზებით, სამხედრო ჰოსპიტლებით და სხვა ინფრასტრუქტურით, აშშ-ის ძალები გერმანიაში წარმოადგენენ „ევროპაში აშშ-ის ყოფნის და ნატოს უნარის, იმოქმედოს, ხერხემალს“.

აშშ-ის და გერმანიის ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ცივი ომის დასრულების შემდეგ სვამდა კითხვის ნიშნის ქვეშ აშშ-ის ჯარის გერმანიაში ყოფნის საჭიროებას. ჯარების გერმანიაში ყოფნის მომხრეები ამბობენ, რომ აშშ-ის არმია წარმოადგენს ევროპის წინაშე ამერიკის ვალდებულების მთავარ ნიშანს რუსეთის აგრესიული მცდელობის წინაშე, გააძლიეროს გავლენა რეგიონში და, ამასთან, სტრატეგიულ პლაცდარმს სხვა არეალებში აშშ-ის სამხედრო მოქმედებისთვის.

გერმანიაში აშშ-ის ჯარის რაოდენობის შემცირების მიმართ კრიტიკულად განწყობილები აცხადებენ, რომ ეს იქნება „საჩუქარი“ რუსეთისთვის.

ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ აშშ-ის, გერმანიაში განთავსებული, ჯარის რაოდენობას 9500-25000-ით შეამცირებს. მან გააკრიტიკა გერმანია, რომ არ ხარჯავს საკმარის თანხას საკუთარი თავდაცვისთვის და არ ასრულებს ნატოს დაფინანსების ვალდებულებას.

აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ ჯარი შეიძლება პოლონეთში გადაიყვანონ და არ დააბრუნონ აშშ-ში, თუმცა არავითარი გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ მიუღიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG