Accessibility links

წუხელ სომხეთში კორონავირუსისგან 9 პაციენტი გარდაიცვალა


სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ცნობით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით ქვეყანაში 9 პაციენტი გარდაიცვალა.

ხოლო ვირუსული ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა 104-ით და შეადგინა 34 981.

ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა 650-მდე.

მაგრამ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ 209 პაციენტი, რომლებსაც COVID-19 აღმოაჩნდა, სხვა მიზეზით გარდაიცვალა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის სტატისტიკით, რესპუბლიკაში იზრდება განკურნებულ პაციენტთა რიცხვი. გასულ დღე-ღამეში მკურნალობის კურსი წარმატებით დაასრულა კიდევ 208-მა პაციენტმა.

ჯამში, სომხეთში, კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში, საშიში ვირუსისგან განიკურნა 23 502 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG