Accessibility links

ბელარუსმა დანიშნა ელჩი აშშ-ში, პირველად 12 წლის განმავლობაში


ცენტრში ოლეგ კრავჩენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა 12-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად დანიშნა ქვეყნის ელჩი აშშ-ში.

ალექსანდრ ლუკაშენკას განკარგულებით, ვაშინგტონში მინსკის დიპკორპუსს უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე, ოლეგ კრავჩენკო.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაცივებამდე, კრავჩენკო ერთხელ უკვე მუშაობდა ბელარუსის საელჩოში, აშშ-ში. 2007 წელს ის იყო ელჩის მრჩეველი, ხოლო 2008-2014 წლებში აშშ-ში ბელარუსის საქმეთა დროებითი რწმუნებული.

ბელარუსსა და აშშ-ს 2008 წლიდან აღარ ჰყავთ ერთმანეთში ელჩები.

მათ მოვალეობას ასრულებენ დროებითი რწმუნებულები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, მინსკში ვიზიტის დროს, 2020 წლის 1 თებერვალს, განაცხადა, რომ აშშ უახლოეს ხანში დანიშნავდა ელჩს ბელარუსში.

3 თებერვალს ამერიკულმა მედიამ დაასახელა დიპლომატი, ჯული ფიშერი, რომელიც შესაძლოა ჩაუდგეს სათავეში მინსკში აშშ-ის საელჩოს 12-წლიანი ინტერვალის შემდეგ.

ფიშერი ამჟამად არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის მიმართულებით.

აშშ-ში ბელარუსის ელჩის დანიშვნის ფონია დასავლეთის მზარდი კრიტიკა, რაც განაპირობა პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას რეალური პრეტენდენტების - ვიქტარ ბაბარიკას და ვალერი ცეპკალოს - რეგისტრაციაზე უარის თქმამ და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ დაწყებულმა რეპრესიებმა.

ამასთან, ვიქტარ ბაბარიკა, „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელი და მისი ვაჟი, 18 ივნისიდან იმყოფებიან პატიმრობაში. ვიქტორ ბაბარიკას ბრალად ედება ფულის გათეთრება, ქრთამის აღება და გადასახადების გადაუხდელობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG