Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა დამატებითი სანქციები დაუწესა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერს, რამზან კადიროვს


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

„ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის გამო“, აშშ-მა დამატებითი სანქციები დაუწესა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერ, რამზან კადიროვს.

სახელმწიფო დეპარტამენტის 20 ივლისის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ამ რეგიონის ლიდერია პასუხისმგებელი იმ განუკითხაობის, წამებისა და მკვლელობებისათვის, რასაც 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს ადგილი ჩეჩნეთში.

ვაშინგტონს უკვე აქვს დაწესებული რამდენიმე სახის სანქცია რამზან კადიროვისა და მისი ხელქვეითების წინააღმდეგ.

ამჟამინდელი სანქციები, მათ შორის სავიზო შეზღუდვები, გავრცელდება კადიროვის ცოლსა და მის ორ ქალიშვილზე.

„დღევანდელი ნაბიჯი ემსახურება იმას, რომ შევახსენოთ ბატონ კადიროვს, რომ მის მონაწილეობას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში შედეგები მოჰყვება, როგორც პირადად მისთვის, ისე მისი ოჯახისათვის და აშშ-ს განზრახული აქვს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა პასუხი აგებინოს ყველა იმ პირს, ვინც ასეთ ამაზრზენ საქმეებს სჩადის“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, განცხადებაში.

ვაშინგტონმა, კადიროვისა და მისი ოჯახის მიმართ, ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდა სხვა ქვეყნებსაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG