Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 ავღანელი სამხედრო დაიღუპა სავარაუდოდ თალიბანის მიერ მოწყობილი იერიშის შედეგად


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 8 მოსამსახურე დაიღუპა ქვეყნის ჩრდილოეთში მომხდარი იერიშის შედეგად.

როგორც რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური იუწყება ყუნდუზის პროვინციის წარმომდგენელ, ესმათულაჰ მორადიზე დაყრდნობით, თალიბი ექსტრემისტები 20 ივლისის დილის საათებში თავს დაესხნენ უსაფრთხოების ორ საგუშაგოს.

თავდასხმის შედეგად, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დაიღუპა პოლიციის ხუთი და სამთავრობო ჯარების სამი მოსამსახურე.

თალიბანს მომხდარ თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მორიგი თავდასხმის ფონია თალიბების მიერ გააქტიურებული იერიშები, მეტწილად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ავღანური ძალები სუსტად არიან დაცული.

გასულ კვირაშi თალიბი მეამბოხეები თავს დაესხნენ პრიოვინცია სამანგანში მდებარე დაზვერვის სააგენტოს ოფისებს, დახოცეს 11 და დაჭრეს ათობით თანამშრომელი, მათ შორის სამოქალაქო პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG