Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთში COVID-19-ისგან ერთ-ერთი რაიონის ხელმძღვანელი გარდაიცვალა


პირბადიანი ქალები თურქმენეთში
პირბადიანი ქალები თურქმენეთში

კორონავირუსისგან გამოწვეული პნევმონიისგან 18 ივლისს თურქმენეთში გარდაიცვალა 55 წლის ჰასან მეტკულიევი, ლებაპის ოლქის ფარაპის რაიონის ხელმძღვანელი.

რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, ეს ინფორმაცია 20 ივლისს დაადასტურა ასევე დამოუკიდებელმა სააგენტო Turkmen.news-მა.

წყაროების თანახმად, გარდაცვლილი მოხელის მეუღლეს და მის მოადგილეს ასევე აღმოაჩნდა COVID-19-ის ინფექცია და მკურნალობას თურქმენაბადის საავადმყოფოში გადიან.

იუწყებიან, რომ ამ ინფორმაციის შემდეგ, ოლქში მომუშავე ყველა მოხელისათვის სავალდებულო გახდა კოვიდ-ტესტის ჩატარება.

ოფიციალურად თურქმენეთში არ არის რეგისტრირებული კორონავირუსით დაავადების არც ერთი შემთხვევა, მაგრამ ქვეყანაში სავალდებულოა ქუჩაში და ტრანსპორტში პირბადით სიარული.

რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის კორესპონდენტები და სხვა დამოუკიდებელი მედია საშუალებები იუწყებიან, რომ ქვეყანაში ბოლო ხანს გაიზარდა პნევმონიით გარდაცვალებულთა რაოდენობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG