Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტისთვის დამცავი ნიღაბი პატრიოტიზმის ნიშანი გახდა


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო-სამედიცინო ცენტრში. 2020 წლის 11 ივლისი
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო-სამედიცინო ცენტრში. 2020 წლის 11 ივლისი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა პატრიოტიზმის ნიშნად, დამცავი ნიღბით გადაღებული ფოტო. ტრამპი წერს, რომ „ჩინური ვირუსის“ დასამარცხებლად ერთსულოვანი ძალისხმევაა და ბევრი ადამიანი ამბობს, რომ როცა სოციალური დისტანციის დაცვას ვერ ახერხებ, ნიღბის ტარება პატრიორიზმია: „არავინაა უფრო დიდი პატრიოტი, ვიდრე მე, თქვენი საყვარელი პრეზიდენტი!“

აშშ-ის პრეზიდენტი დამცავი ნიღბის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა და ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ნიღბით კომედიური ვესტერნის პერსონაჟს, მარტოხელა რეინჯერს ჰგავს.

დონალდ ტრამპს ოპონენტები ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საჯარო შეხვედრებზე დამცავ ნიღაბს არ ატარებს. კრიტიკის ფონზე, 11 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტი ნიღბით მივიდა უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო-სამედიცინო ცენტრში.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 800 000-ს აჭარბებს. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1 131 000-ზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილია 140 900-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG