Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შესაძლოა, კარანტინის ახალი ზონა გაჩნდეს


კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებასა და კარანტინის შესაძლო გამოცხადებაზე. ამის შესახებ მედიას გუშინ, 20 ივლისს განუცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

გასულ ორ დღეში, გარდაბანსა და მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში კორონავირუსით 20 ადამიანი დაინფიცირდა. რამდენიმე შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით დაუდგენელია.

დღეიდან, 21 ივლისიდან ამ სოფლებში გაფართოებული ტესტირება დაიწყო. ვფიქრობთ, ეს კლასტერი, რომელიც თანდათან ძლიერდება, დროულად ჩავახშოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონში დაიტესტება რამდენიმე ათასი ადამიანი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ქვემო ქართლის რეგიონში სრული კარანტინის რეჟიმში უკვე იმყოფებოდნენ მარნეულის, ბოლნისის და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტები, სადაც საერთო ჯამში, კორონავირუსის 290-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG