Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი რუსეთს აფრთხილებს


აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი მკაცრი ზომებით დაემუქრა ყველას, ვინც ამერიკის არჩევნებში ჩაერევა.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა კრემლი და უცხოეთის სხვა მთავრობები გააფრთხილა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, არჩევნებში ჩარევას განიხილავს მტრულ აქტად, რომელიც საგრძნობ გავლენას მოახდეს ასეთი ქვეყნების მთავრობებთან აშშ-ის ურთიერთობებზე.

ბაიდენის განცხადებით, ყველა უფლებამოსილებას გამოიყენებს იმისათვის, რომ ასეთმა ქვეყნებმა საგრძნობი და ხანგრძლივვადიანი შედეგები იგრძნონ. პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი საპასუხო ზომებად ასახელებს სანქციებს საფინანსო სექტორის წინააღმდეგ, აქტივების გაყინვას, კიბეროპერაციებს და კორუფციის ფაქტების გასაჯაროებას. ჯო ბაიდენის თქმით, მას არ სურს რუსეთთან, ან სხვა ქვეყნებთან დაძაბულობის ესკალაცია, მაგრამ არჩევნებში ჩარევის შემთხვევაში, საპასუხო ზომებს უყოყმანოდ მიიღებს.

ამერიკული დაზვერვის დასკვნით, რუსეთი შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინა არჩევნებში ჩაერია. კრემლის ჩარევას არც წლევანდელ არჩევნებში გამორიცხავენ. აშშ პრეზიდენტს ნოემბერში აირჩევს. რესპუბლიკური პარტიიდან კენჭს მეორე ვადით იყრის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG