Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1049-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 903.

ივნისის შუა რიცხვებიდან, კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2-დან 9-მდე მერყეობდა. ბოლო სამი დღეა, 24 საათში ფიქსირდება ინფიცირების 10-11 შემთხვევა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

დღემდე უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 მოქალაქე. უმრავლესობა ავღანეთში ნატოს მისიის მონაწილე ქართველი სამხედროა.

21 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5534 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG