Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ისტორიაში უმსხვილესი ფინანსური პაკეტი შეთანხმებულია


ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა შეათანხმეს უმსხვილესი, ტრილიონ ევროზე მეტის საბიუჯეტო და ფინანსური პაკეტი.

"ჩვენ ეს შევძელით!" - განაცხადა ბრიუსელში 4 დღიანი სამიტის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა. მან ტვიტერზე დაწერა, რომ მიღწეულია სერიოზული და ევროპისთვის სწორედ ახლა საჭირო შეთანხმება 2021-2027 წლების ბიუჯეტზე.

ფინანსური პაკეტი ევროკავშირის ქვეყნებს უნდა დაეხმაროს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში. ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საერთო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა დამოკიდებული იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტის და ძირითადი ევროპული ფასეულობების დაცვაზეც. ასეთ დათქმას უნგრეთი და პოლონეთი ეწინააღმდეგებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG