Accessibility links

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში განხორციელდა მორიგი როტაცია


ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესასრულებლად აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული გაემგზავრა. ალექსეევკას შერეული საავიაციო ბაზიდან ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ გააცილა.

უახლოეს მომავალში აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული მაიორ ზურაბ ცხადაძის მეთაურობით მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს და მისი მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების ამოცანების განხორციელება იქნება.

მიმდინარე თვის განმავლობაში ავღანეთიდან საქართველოში ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" მყოფი 38 კოვიდინფიცირებული სამხედრო დაბრუნდა. ინფიცირების წყარო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ადგილობრივი ავღანელი პერსონალია.

"ავღანეთში დარჩენილი ქართული კონტინგენტის ნაწილი, რომელიც როტაციის წესით საქართველოში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება, დადგენილი წესის შესაბამისად 2-კვირიან კარანტინს გაივლის", - აცხადებენ უწყებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG