Accessibility links

პოლიციამ ქვემო ქართლში თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავა


პოლიციამ დააკავა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში მცხოვრები 4 პირი, რომელთაც ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

დაკავებულები არიან 1991 წელს დაბადებული ნ.მ., 1997 წელს
დაბადებული ი.გ., 1988 წელს დაბადებული ფ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ა.ხ.

შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მცხოვრებ, 1996 წელს დაბადებულ ი.მ.-ს, შურისძიების მოტივით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

კერძოდ, იგი იძულებით ჩასვეს ავტომობილში, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ი.მ. სოფლის ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს და იქაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალგაზრდა მამაკაცზე სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ 20 ივლისს იტყობინებოდა მარნეულის რადიო, რომელსაც ადგილობრივებმა უამბეს, რომ საპატრულო პოლიციას მიმართა პირმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბოძზე მიაბეს მათ დაოჯახებულ თანასოფლელთან სექსუალური კავშირის გამო. ადგილობრივების თქმით, ბიჭი ბოძზე მისი მშობლების მისვლამდე იყო მიბმული.

მარნეულის რადიოს ცნობით, 20 ივლისს სოფელ კაპანახჩში შეკრებილი ადამიანები ითხოვდნენ პოლიციის სამმართველოში გადაყვანილი 8 ადამიანის გათავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG