Accessibility links

ფარმაცევტული კომპანიები კონგრესს მისცემენ ჩვენებას COVID-19-ს საცდელ ვაქცინებზე


წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელები 21 ივლისს აშშ-ის კონგრესის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტს მიაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მუშაობა კრონავირუსის საწინააღმდეგო საცდელი ვაქცინების თაობაზე.

ხუთი კომპანია: AstraZeneca-ი, Johnson & Johnson-ი, Merck & Co.-ი, Moderna-ი და Pfizer-ი და სხვები ჩქარობენ, რათა შექმნან COVID-19-ის ვაქცინა.

აშშ-მა მილიარდი დოლარი გამოყო ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შესამუშავებლად.

კონგრესის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის განცხადებით, დღევანდელი მოსმენა მიზნად ისახავს იმას, რომ მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა უშუალოდ მოუსმინოს იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ამჟამად COVID-19-ის ვაქცინებზე მუაშობენ.

კონგრესში დაგეგმილი მომსმენის ფონია განცხადება ოქსფორდის უნივერსიტეტის მეთვალყურეობით მიმდინარე COVID-19 ვაქცინების სამი ექსპერიმენტის შესახებ, რომლის თანახმად საცდელი ნიმუშები უსაფრთხოა და იწვევენ იმუნურ რეაქციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG