Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუქარის გამო ბელარუსის ოპოზიციურმა კანდიდატმა თავისი შვილები ქვეყნიდან გაიყვანა


საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატი ბელარუსში, სვეტლანა ციხანოვსკაია
საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატი ბელარუსში, სვეტლანა ციხანოვსკაია

თავისი ორი შვილის უსაფრთხოების გამო შეშფოთებულმა, ბელარუსის პრეზიდენტობის მთავარმა ოპოზიციურმა კანდიტატმა, ისინი ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში გაამგზავრა მას შემდეგ, რაც მუქარების მიღება დაიწყო არჩევნების წინ, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება.

სვეტლანა ციხანოვსკაია გახდა მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ფართო ძალაუფლების მქონე პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან ბრძოლაში მას შემდეგ, რაც ოპოზიციის სხვა მთავარ კანდიდატებს არ მისცეს რეგისტრაციის საშუალება განსხვავებულად მოაზროვნეებზე წინასაარჩევნო ძლიერი ზეწოლის ფონზე.

ბელარუსის მედიის 20 ივლისის განცხადების თანახმად, ციხანოვსკაიამ თავისი ორი შვილი ნატალია რაძინას დახმარებით გაამგზავრა ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, რომლის სახელიც არ ვრცელდება. ნატალია რაძინა Charter 97-ის მთავარი რედაქტორია. Charter 97 ავტორიტარული რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ახალი ამბების საინფორმაციო ვებსაიტია.

4 და 10 წლის ბავშვები ქვეყნიდან თავიანთ ბებიასთან ერთად გაამგზავრეს. მანამდე ციხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მასა და მის ოჯახს საპრეზიდენტო კენჭისყრაში მისი მონაწილეობის გამო ემუქრებოდნენ.

ახალი ამბების ვებსაიტს, TUT.BY-ს, რაძინამ განუცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი შიშობდა, რომ დააკავებდნენ და ბავშვებს ჩამოართმევდნენ.

ციხანოვსკაია პრეზიდენტობის კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც მისი ქმარი, ცნობილი ვლოგერი, სერგეი ციხანოვსკი კვლავ დააპატიმრეს იმის გამო, რომ ღიად გამოხატა თავისი განზრახვა - ჩართულიყო საპრეზიდენტო არჩევნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG