Accessibility links

მსოფლიოში 15 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა


მსოფლიოში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 15 მილიონზე მეტი ადამიანი. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 9 მილიონზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 619 500-ს აჭარბებს.

განახლებული მონაცემები გამოქვეყნებულია მკვლევრების და მოხალისეების საერთაშორისო ჯგუფის worldometer-ის საიტზე. ჯგუფი სტატისტიკას ადგენს ქვეყნების ოფიციალური მონაცემების მიხედვით.

ინფიცირებულთა რიცხვი მილიონზე მეტია სამ ქვეყანაში - აშშ-ში 4 მილიონს აჭარბებს, ბრაზილიაში 2 მილიონს და ინდოეთში 1 მილიონზე მეტია. კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით, პირველ ათეულში არიან რუსეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, პერუ, მექსიკა, ჩილე, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.

COVID-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი გარდაცვლილია აშშ-ში, ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში, მექსიკასა და იტალიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG