Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა. ეს 31 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1073-მდე გაიზარდა.

ივლისში, ახალი შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა რიცხვს გასული კვირიდან გასცდა. 19 ივლისს 10 ახალი შემთხვევა იყო, 20 ივლისს - 11 და 21 ივლისს - 10.

21 ივლისს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებასთან ერთად საყურადღებოა ისიც, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, მაშინ, როცა ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში პირიქით იყო.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 22 ივლისს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 907.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG