Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდ-19-ის 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურდა


კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ უთხრა.

არსებული სტატისტიკის თანახმად, 24 შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია და სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 5 დაავადებულებთან კონტაქტებია, 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტესტირებისას გამოვლინდა, 2-ის წყარო კი ჯერჯერობით არ არის ცნობილი და მისი დადგენის მიზნით კვლევა მიმდინარეობს.

მარინა ეზუგბაიას თანახმად, კოვიდცენტრებში ამ დროისათვის მკურნალობს სულ 188 პაციენტი.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა. ეს 31 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1073-ია. 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და 907 შეადგინა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG