Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

C.T. Park-ის მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე გამოწერილი ყველა გადაუხდელი ჯარიმა გაუქმებულია


ყველა ის ჯარიმა, რომელიც 2018 წლის 10 აპრილამდე კომპანია C.T. Park-მა მოქალაქეებს გამოუწერა და არ გადაუხდიათ, გაუქმებულია. გადაწყვეტილება პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო და ამ საკითხზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 22 ივლისს თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის ამნისტია, რომელიც განხორციელდა, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჯარიმების ჩამოწერაზე კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში რამდენიმე დეპუტატმა: ზაზა გაბუნიამ,მერაბ ქვარაიამ, გოგა გულორდავამ და კობა ლურსმანაშვილმა დაარეგისტრირეს. მათი ინფორმაციით, დაგროვილი გადასახდელი ჯარიმები, საურავების გათვალისწინებით, დაახლოებით 850 ათასი ლარი იყო. კანონპროექტის მიღების შემდეგ ამ ჯარიმების გამო დაწყებული სააღსრულებლო წარმოებაც შეწყდა.

თბილისის მერიამ 2018 წლის 10 აპრილს კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, რისი არგუმენტადაც მერიამ თქვა, რომ კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG