Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: ინფიცირების დაუდგენელი წყაროები ნიშანია, რომ კორონავირუსი საზოგადოებაში ტრიალებს


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ქვეყანაში დაუდგენელი წყაროებით კორონავირუსით ინფიცირება საზოგადოებაში მის გავრცელებას მიანიშნებს. ამის შესახებ მან დღეს, 22 ივლისს ისაუბრა, როცა დამატებით მსგავსი ორი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობლი.

"ჩვენ ვანგარიშობთ 5-7 მსგავს შემთხვევას, როცა ვერ გავდიოდით ინფიცირების პირველ წყაროზე. დაახლოებით ამ ფარგლებში. ეს ნიშანია, რომ ინფექცია ცირკულირებს მოსახლეობაში. ეს არ არის საფუძველი სხვადასხვა დასახლების ჩაკეტვის", - თქვა მან.

გუშინ, ჯერ კიდევ დაუდგენელი წყაროსგან ინფიცირების 2 ახალი შემთხვევის გამოვლენამდე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 63 შემთხვევიდან 7-ის ინფიცირების წყარო ვერ დგინდებოდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად სულ 1 073 პირს დაუდასტურდა, მათგან 907 გამოჯანმრთელდა და 16 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG