Accessibility links

პომპეო კოპენჰაგენში „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“გარშემო იმსჯელებს დანიის პრემიერთან


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის კოპენჰაგენში შეხვედრის თემა 22 ივლისს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენია.

მილსადენმა, რომელის მშენებლობის დასრულებასაც რუსეთი ცდილობს, ბუნებრივი აირი უნდა გადაქაჩოს ბალტიის ზღვის გავლით ევროპისკენ.

მილსადენის ერთმა მონაკვეთმა, რომელიც უნდა დასრულდეს, დანიის ტერიტორიულ წყლებზე უნდა გაიაროს.

პომპეომ გასულ კვირას გააფრთხილა კომპანიები, არ დაეხმარონ რუსეთს მილსადენის დასრულებაში. აშშ წინააღმდეგია მილსადენისა, რადგან თვლის, რომ ის აძლიერებს კრემლის ზეგავლენას ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე და მისი გაყვანით ისჯება უკრაინა, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს ებრძვის აღმოსავლეთის რაიონებში.

ევროპის ხომალდებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ მშენებლობაში, დეკემბერში შეაჩერეს საქმიანობა მას მერე, რაც აშშ-ის სანქციები დაწესდა მათ წინააღმდეგ.

რუსეთს იმედი აქვს, რომ მშენებლობას დაასრულებს თავისი გემების გამოყენებით, რამაც აშშ-ს უბიძგა, თავდაცვითი ხარჯების კანონპროექტში ჩაერთო დამატება, რომლის ძალით საქციები გავრცელდება არა მხოლოდ გემებზე, არამედ ნებისმიერ კომპანიაზე, რომელიც რუსეთს ეხმარება მილსადენის მშენებლობის დასრულებაში. დამატება წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, მაგრამ ახლა საჭიროებს სენატის თანხმობას და შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერას, სანამ ახალ სანქციებს კანონის ძალა მიეცემოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG