Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელი ჯვრის კომიტეტი ცხინვალის საპატიმროში მყოფ ზაზა გახელაძესთან შეხვედრას ითხოვს


"წითელი ჯვრის" ავტომანქანა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში (საარქივო ფოტო)
"წითელი ჯვრის" ავტომანქანა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში (საარქივო ფოტო)

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლები ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის მონახულებას და მისთვის ოჯახის გზავნილის გადაცემას ითხოვენ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტო „რესის“ ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციის ცხინვალის ოფისის ხელმძღვანელმა კარმენ ეჩეზარეტამ ამ საკითხში თანადგომის თხოვნით მიმართა „უშიშროების საბჭოს მდივანს“ ვალერი ვალიევს. რა პასუხი მიიღო ვალიევისგან, სააგენტო არ წერს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალის მცხოვრები, 33 წლის ზაზა გახელაძე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს დააკავეს სხვილოს ციხის მახლობლად. დაკავებისას ზაზა გახელაძე ფეხში დაჭრეს.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, გახელაძეს ბრალად დასდო სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებული თავდასხმა და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამხედრო პროკურატურის მტკიცებით, გაქცევის მცდლობისას ზაზა გახელაძემ ერთ-ერთი „მესაზღვრის“ მიმართულებით სულ მცირე ხუთჯერ ისროლა. ამ ვერსიას აბსურდულს უწოდებს ზაზა გახელაძის ოჯახი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG