Accessibility links

რუსეთის სასამართლო განაჩენს გამოუცხადებს ისტორიკოსს და უფლებადამცავს იური დმიტრიევს


იური დმიტრიევი

22 ივლისს, რუსეთის ქალაქ პეტროზავოდსკის სასამართლო დახურულ სხდომაზე გამოაცხადებს განაჩენს, რომელიც მან კარელიის „მემორიალის“ ხელმძღვანელს, ისტორიკოს იური დმიტრიევს გამოუტანა.

დმიტრიევს ბრალად ედება ძალადობა თავისი გერის მიმართ.

სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მისთვის 15-წლიან პატიმრობას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

დმიტრიევი ყველა ბრალდებას უარყოფს. მან თავისი საბოლოო სიტყვა წარმოთქვა 8 ივლისს.

კარელიის „მემორიალის“ ხელმძღვანელს და ისტორიკოსს, იური დმიტრიევს, 2016 წელს დასდეს ბრალი, რომ პორნოგრაფია დაამზადა ნაშვილები ქალიშვილის მონაწილეობით.

სასამართლომ გაამართლა დმიტრიევი, მაგრამ მოგვიანებით კარელიის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა.

ისტორიკოსის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2018 წელს. ამჯერად პროკურატურამ მას ნაშვილები ქალიშვილის მიმართ ძალადობაში დასდო ბრალი.

პროცესი პრესისთვის დახურულია.

დმიტრიევის ადვოკატი დეტალურად სასამართლოს დარბაზში მიმდინარე პროცესზე არ ლაპარაკობს.

დმიტრიევის ხელმძღვანელობით 1990-იან წლებში კარელიის ტყეებში მიკვლეული იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი საფლავები. დმიტრიევმა შეადგინა დაღუპულთა ხსოვნის სიები, რომელთა რიცხვი რამდენიმე ათასი იყო.

ისტორიკოს იური დმიტრიევის დასაცავად გამოვიდნენ პოლიტიკოსები, კულტურის მუშაკები ათეულობით ქვეყნიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG