Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი აცხადებს, რომ აშშ-მა ტეხასში საკონსულოს დახურვა მოსთხოვა


ჩინეთმა განაცხადა, რომ აშშ-მა მოულოდნელად მოსთხოვა ჰიუსტონში, ტეხასის შტატში, საკონსულოს დახურვა.

პეკინმა ეს მოთხოვნა მკაცრად დაგმო, განაცხადა, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და საპასუხო ნაბიჯებით დაიმუქრა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვან ვენბინის თქმით, ჩინეთს აცნობეს, რომ მან საკონსულო უნდა დახუროს 72 საათში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა საკონსულოს დახურვა და თქვა, რომ ეს კეთდება „აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრებისა და კერძო ინფორმაციის დასაცავად“.

„ჩინეთმა გადაჭრით მოუწოდა აშშ-ს, დაუყოვნებლივ შეცვალოს მცდარი გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევაში ჩინეთი აუცილებლად გადადგამს შესაბამის და საჭირო ნაბიჯს“, - განაცხადა ვანმა.

მან დასძინა, რომ საკონსულო ნორმალურად მუშაობდა, მიუხედავად ჰიუსტონში ადგილობრივი მედიის ცნობისა, რომ საკონსულოს ეზოში დოკუმენტებს წვავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG