Accessibility links

გაუპატიურების ბრალდებით მოქმედი პოლიციელი დააკავეს


გუშინ, 21 ივლისს საღამოს გაუპატიურების ბრალდებით მოქმედი პოლიციელი დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურაში.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათი თანამშრომელი გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის ერთობლივი სამუშაოს შედეგად დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით გაუპატიურებისთვის პირი 6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG