Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი ასახელებს ცხედრის აღმოჩენის ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს


ადვოკატი მიხეილ რამიშვილი
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელიც ცხედრის აღმოჩენის ადგილზე იმყოფება, ასახელებს ადგილზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ნაწილს.

„ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე. მრავალი ვერსია არის. მე ვესაუბრე გარკვეულ პირებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მიმდინარეობს შეფასება, ადგილმდებარეობის შესწავლა. დეტალურად, ჩემი თანდასწრებით ხდება ნივთების, კვალის ამოღება, დალუქვა. წამლები, რაც იქნა ამოღებული, რაც ნაპოვნია ჩანთაში. ვერსიები, რაც მეც მაქვს... ბევრი კითხვა მაქვს. არანაირი ფსიქოტროპული პრეპარატები არ არის, მე არ ვიცი, ექსპერტები მეტყვიან, რა პრეპარატებს განეკუთვნება, მაგრამ ფსიქოტროპული ნამდვილად არ არის. მდგომარეობა, ადგილმდებარეობა, სახლიდან მოშორებით ყოფნა ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს.

ექსპერტები იტყვიან, რისგან იყო გამოწვეული გარდაცვალება. ცოტა დრო მჭირდება, რომ ყველა კითხვაზე პასუხი იყოს გაცემული. დროს აქვს მნიშვნელობა, როდის არის ადამიანი გარდაცვლილი. მანქანა როგორ შემოვიდა, საბურავის კვალი, ეს ნიმუშები აღებულია, მერე რომ არ განადგურებულიყო. მერე რომ არ გაჩნდეს კითხვები და განადგურდეს ადგილები, მე თავიდანვე ავიღე ეს კონტროლი (ცუდი გაგებით არავინ გაიგოს), ყოველი შემთხვევისთვის კვალი ავიღე. მანქანაში მობილური ტელეფონი იყო“, - თქვა ადვოკატმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალი 22 ივლისს გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყესთან, ავტომანქანაში ნახეს. ადვოკატის თანახმად, იგი ავტომანქანის უკანა სავარძელზე იყო.

თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების საქმეზე ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG