Accessibility links

ადიგენის რეესტრის უფროსი სახლის ეზოში თავში იარაღით დაჭრილი იპოვეს


ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი, ბექა გოგრიჭიანი სოფელ მლაშეში, საკუთარი სახლის ეზოში თავის არეში იარაღით დაჭრილი იპოვეს. გონდაკარგული გოგრიჭიანი რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება.

გოგრიჭიანი ცოლმა მას შემდეგ იპოვა, რაც მას სახლში შესვლა დააგვიანდა. ოჯახის წევრები მკვლელობის მცდელობას გამორიცხავენ და აღნიშნავენ, რომ ის უკონფლიქტო ადამიანია და მტერი არ ჰყავთ. ამავდროულად, გამორიცხავენ თვითმკვლელობის მცდელობასაც. მისმა სიმამრმა განაცხადა, რომ დაჭრილს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. მისი თქმით, გასროლაც მისი იარაღიდან მოხდა.

საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი მუხლით დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 236-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG