Accessibility links

site logo site logo

ქუთაისის ცხელების ცენტრის პერსონალს 4 თვის სახელფასო დავალიანება ჩაურიცხეს


ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაში არსებული ცხელების ცენტრის თანამშრომლებს კარანტინში მუშაობის 4 თვის აუღებელი ანაზღაურება ჩაურიცხეს.

კლინიკის თანამშრომელი სალომე გაბელია რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ხელფასთან ერთად, დაპირებულ პრემიას ელოდებიან.

"კარანტინში მუშაობის დავალიანება 4 თვის ხელფასი დიდი წვალების შემდეგ ჩაგვირიცხეს. ხელშეკრულებები თავიდანვე არ გვქონდა გაფორმებული და პრობლემები ამ ტექნიკურმა საკითხმა შექმნა. როგორც იქნა, ჩაგვირიცხეს ხელფასი, მაგრამ ახლა დაპირებულ, ხელფასის ტოლ პრემიას ველოდებით“.

ცხელების ცენტრის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია ივლისის დასაწყისში გამართეს. პერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვდა. მაშინ ცენტრის თანამშრომელთა სახელფასო დავალიანების გასტუმრების და პრობლემის მოგვარების პირობა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დადო. მედიასთან საუბარში მან განაცხადა, რომ პრობლემა გარკვეული დოკუმენტების მოწესრიგების გახანგრძლივებამ წარმოშვა და მედპერსონალს ხელფასები უახლოეს პერიოდში ჩაერიცხებოდა. ამ დაპირებიდან რამდენიმე დღეში, 10 ივლისს მედპერსონალს მხოლოდ ხელშეკრულებები გაუფორმეს. დაგროვილი ანაზღაურება კი, 300-მდე ადამიანს, რომლებიც ქუთაისის ჩხობაძის კლინიკის ცხელების ცენტრსა და საკარანტინო ზონაში იყვნენ დასაქმებული, დაპირებიდან თითქმის 1 თვის თავზე ჩაურიცხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG