Accessibility links

8 ავღანელი სამხედრო დაიღუპა გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად


უსაფრთხოების რეიდი ყუნდუზში

ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 8 წევრი, მათ შორის სამი მაღალჩინოსანი, დაიღუპა გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად ქვეყნის ცენტრალურ პროვინციაში, სადაც თალიბანმა გაააქტიურა თავდასხმები თებერვალში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად.

როგორც რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური იუწყება, დაღუპულთა შორის არიან ხას ურუზგანის ოლქის პოლიციის უფროსი, დედ გული და ასევე ავღანეთის ეროვნული არმიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი.

უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ურუზგანის პროვინციაში ადგილობრივი პოლიციის შტაბში მიდიოდნენ, როდესაც მათი Humvee-ის ტიპის ჯავშანმანქანა გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა.

გზას, რომელზეც აფეთქება მოხდა, 8 წლის განმავლობაში თალიბანი აკონტროლებს.

22 ივლისს მომხდარ თავდასხმამდე ორი დღით ადრე, 20 ივლისს, სულ მცირე, ათი ავღანელი სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა თალიბების მიერ უსაფრთხოების ორ საგუშაგოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ყუნდუზის პროვინციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG