Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაახლოებით 45 თალიბი მებრძოლი დაიღუპა საავიაციო იერიშის შედეგად ჰერათის პროვინციაში


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 45 თალიბი ექსტრემისტი, მათ შორის რამდენიმე საველე მეთაური, დაიღუპა საავიაციო იერიშის შედეგად დასავლეთ ჰერათის პროვინციაში.

პროვონციის ერთ-ერთი რაიონის ადრასკანის ხელმძღვანელის, აბდულ ალი ფაქირიარის თანახმად, საავიაციო იერიში სამიზნე იყო თალიბი მებრძოლების თავშეყრის ადგილი.

საავიაციო იერიშის შესახებ თალიბანის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დარტყმის დროს მოსახლეობა შეკრებილი იყო ტყვეობიდან ახლახან გათავისუფლებული თალიბებთან შესახვედრად.

იერიშის შემდეგ დაღუპულთა შორის არის 8 სამოქალაქო პირი.

უცნობია, თუ ვინ განახორციელა საავაიაციო ერიში ავღანეთის არმიამ, თუ ნატოს ძალებმა.

დღესვე ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 8 წევრი, მათ შორის სამი მაღალჩინოსანი, დაიღუპა გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად ქვეყნის ცენტრალურ პროვინციაში, სადაც თალიბანმა გააქტიურა თავდასხმები თებერვალში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG