Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმეებზე შსს-ს არაეფექტიან მუშაობას აპროტესტებენ


შსს-ს შენობასთან ახალგაზრდები შეიკრიბნენ და საგამოძიები უწყების მუშაობას აპროტესტებენ. მოქალაქეებს ტრანსპარანტებზე აქვთ წარწერები: „ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული", „შეკერილ საქმეთა სამინისტრო", „არა შერჩევით სამართალს".

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ უწყება არაეფექტიანად მუშაობს და ამის მაგალითად ორი გარდაცვლილი ახალგაზრდის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილისა და 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეებს ასახელებენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების" ხელიაუფლების პირობებში „გამოძიება მიმდინარეობს" ნიშნავს, რომ გამოძიება ჩიხშია შესული. აქციის ორგანიზატორები „შეცვალესა" და „გაბედეს" აქტივისტები არიან.

აქციაზე მყოფ მოქალაქეებს წითლად შეღებილი ხელთათმანები აქვთ. მათი თქმით, სწორედ, ეს სისხლისფერი ხელთათმანები გამოხატავს შსს-ს საქმიანობას.

მოქალაქეებს სურდათ წითლად შეღებილი ხელთათმანები შსს-ს შენობისკენ ესროლათ, თუმცა მათ ხელი პოლიციამ შეუშალა. მათი თქმით, ეს სამართალდარღვევა იქნებოდა და რეაგირება მოუწევდათ.

დაახლოებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. დღეს, 22 ივლისს, კი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილის ცხედარი 5-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროში, ტყესთან მდგარ ავტომანქანაში. მისი ოჯახი მოითხოვდა აქტიურ სამძებრო სამუშაოებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG