Accessibility links

შსს-ს შენობასთან მიმდინარე აქციაზე სამი მოქალაქე დააკავეს


თამარ ბაჩალიაშვილისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეებზე არაეფექტიანი მუშაობის გასაპროტესტებლად თბილისში, ორთაჭალაში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეკრებილი აქტივისტებიდან, სამი, მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ გზის მეორე მხარეს გადასვლა სცადეს. როგორც კი აქციის მონაწილეებმა ქუჩა დაიკავეს, პოლიციამ მათი შეკავება სცადა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, სამი მოქალაქის დაკავების მიზეზი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევა გახდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაახლოებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. 19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. დღეს, 22 ივლისს, კი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილის ცხედარი 5-დღიანი ძებნის შემდეგ ნახეს თეთრიწყაროში, ტყესთან მდგარ ავტომანქანაში. მისი ოჯახი მოითხოვდა აქტიურ სამძებრო სამუშაოებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG